კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი თარგამაძე შეცდომას უწოდებს პოპულარული ჟურნალისტების მიერ „იმედიდან“ წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას

27 ნოემბერი, 2007

ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი გიორგი თარგამაძე შეცდომას უწოდებს ამავე არხის ტოქ-შოუს „ღია ეთერის“ პოპულარული წამყვანების ეკა ხოფერიას და ინგა გრიგოლიას არხიდან წასვლის შეასახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ვითვალისწინებ იმ უდიდეს ზეწოლასაც, რაც მათზე, არა მხოლოდ 7 ნოემბრის შემდეგ, არამედ მანამდეც ხორციელდებოდა.. იმედის ჟურნალისტების გადაბირებისა თუ მათ მიმართ  მუქარის   საკმაოდ აქტიური პოლიტიკა,  რომ ხორციელდებოდა, ამის შეახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა... როგორც ჩანს, ამ ზეწოლის პირობებში, ამჯერად, ისეთი რამ მოხდა, რასაც ჩემმმა მეგობრებმა ვერ გაუძლეს, განაცხადა თარგამაძემ ყოველკვირეული გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ხოფერიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ტოვებს ტელეჟურნალისტიკას,  „იმედიდან“ წასული გრიგოლია კი   დამოუკიდებელ  სტუდია „თი-ბი- სი TV“-ში   აგრძელებს  მუშაობას.
„მე ვარ ჟურნალისტი და მივედი იმ დასკვნამდე, რომ კარგი იქნება ვიმუშაო დამოუკიდებელ სტუდიაში, რომელშიც არცერთი მხარე არ დამიძახებს ანგაჟირებულს,  ვიღაცაზე დამოკიდებულს და ბოიკოტს არ გამომოცხადებენ“,
განაცხადა გრიგოლიამ გაზეთ „მთელი კვირისთან“  ინტერვიუში.

გიორგი თარგამაძის აზრით, გაუგებარია,  როგორ უნდა მოახერხოს გრიგოლიამ „დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება, როდესაც  ამ 4  წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ყველა ნაციონალურ მაუწყებელს ხელისუფლება აკონტროლებს“.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები