კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტელეიმედს“ პირობები წაუყენა

28 ნოემბერი, 2007

ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობა აღდგება   მაშინ,  როცა იარსებებს იმის გარანტია, რომ ეს არხი  აღარ იქნება  იარაღი საქართველოს მიმართ „არაკეთილგანწყობილი“ პიროვნების, ბადრი პატარკაციშვილის ხელში, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში, რომელსაც  „ტელეიმედზე“  პოპულარული ტოქ-შოუები მიჰყავდა.

ინგა გრიგოლიამ ეს ინტერვიუ  დამოუკიდებელი სტუდია „თი-ბი- სი TV“-ის  სახელით  24 ნოემბერს ჩამოართვა სააკაშვილს და ის „ტელეიმედის“ მთავარი კონკურენტის „რუსთავი“ 2“-ის  ეთერში 25 ნოემბერს გავიდა.ინგა გრიგოლიამ  ვრცელი ინტერვიუს აღება  7 ნოემბრის გახსენებით დაიწყო: 

იყო ასეთი დღე 7 ნოემბერი ჩვენს ცხოვრებაში, მე და ჩემი კოლეგები ძალიან ძნელად წარმოვიდგენდით, რომ ასეთი დღე გათენდებოდა, „სპეცრაზმელები“ შემოვარდებოდნენ ტელეკომპანიაში, ჩემს კოლეგებს ძირს დაყრიდნენ ნიღბიანი ადამიანები და  თავზე დაადგებოდნენ იარაღით. ჩვენ ზევით დაგვაყენეს კედელთან, წაგვართვეს ტელეფონები, მანქანები, გარეთ გამოგვიყვანეს და დაგვატოვებინეს ტელეკომპანიის ტერიტორია., ხოლო გარეთ ჩვენზე განხორციელდა შტურმი. მე მინდა თქვენ ეს იცოდეთ დეტალურად, ვიდრე იცით.  ჩვენ გავრბოდით, უკან მოგვდევდნენ სპერაზმელები, გვესროდნენ რეზინის ტყვიებს, ჩვენ გავრბოდით ზოგი ტყეში, ზოგი ორმოში ჩავარდა, ჩემს პატარა კოლეგას გაუტეხეს თავი და ეს ყველაფერი გადაგვხდა ჩვენ. რატომ?“

საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის წუხს მომხდარის გამო.

„მართლაც ძალიან ვწუხვარ. თუ დადასტურდა, რომ რომელიმე პოლიციის წარმომადგენელმა უკიდურესად დაძაბულ, საპასუხიმგებლო და საშიშ სიტუაციაში, გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, შესაბამისი რეაქცია იქნება“ . ამასთან სააკაშვილმა შეახსენა ჟურნალისტს, თუ ტელეკომპანიაში შეჭრასრა მოვლენები უძღოდა წინ. სააკაშვილის თქმით, 7 ნოემბერს, მასობრივი არეულობისა და უკიდურესი დაძაბულობის დროს,   „ტელეიმედის“ ეთერში ხელისუფლების დამხობის მოწოდებები ისმოდა.
„მოხდა მასობრივი ისტერიის გამოწვევა, მოხდა პირდაპირი მოწოდება ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან ხელისუფლების დამხობისაკენ“, თქვა სააკაშვილმა და დასძინა,  რომ ის ვერ დაუშვებდა ქაოსს ქვეყანაში.

 „მე და ჩემი კოლეგები სიამოვნებით ვეკონტაქტებით „იმედის“ ჟურნალისტებს და სიამოვნებით დავეკონტაქტებით, მაგრამ არა იმ ფონზე, რომ პატარკაციშვილი დიდი ხანია ოცნებობს ხელისუფლების დამხობაზე და სურს ამოაყირავოს ეს ხელისუფლება. ამ სიტუაციაში მე მარტო არ მიმიღია გადაწყვეტილება ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ და მოვიქეცით ისე, როგორც მოიქცევა ის ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ტელეკომპანია „იმედი“ გადაიქცა იმ ერთი ადამიანის სამართავ, მის ბრმა იარაღად, რომელსაც აქვს არაკეთილსინდისიერი მიზნები საქართველოსთან მიმართებით. თქვენ მკითხეთ,  -  როდის აღდგება იმედი? „იმედი აღდგება „მაშინ“, როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ აღარ არის საფრთხე პატარკაციშვილის ბინძური მეთოდებით ხელისუფლების დამხობისა, როდესაც კანონიერ ჩარჩოებში ჩაჯდება გადაცემები, იქნება ამის გარანტიები და „იმედი“ გაიხსნება მაშინ .  „იმედს“ ჰქონდა მითითება, რომ შეეგროვებინათ კომპრომატები და ჩვენ არაერთი სამხილი გვაქვს ამისი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენს მთავრობას ამაზე ექნება შესაბამისი რეაგირება. ეს არის სამართალდამცველების გადასაწყვეტი, ბევრი რამე არჩევნების შემდეგ გამოაშკარავდება“, განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო:  Media.ge

 

ახალი ამბები