კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო ბურჯანაძემ პირად კონტროლზე აიყვანა სტუდია „მაესტროს“ საკითხი

30 ნოემბერი, 2007
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ პირად კონტროლზე აიყვანა სტუდია „მაესტროს“ საკითხი, რომლის საკაბელო მაუწყებლობა 28 ნოემბერს, საღამოს, გაითიშა.

„მაესტროს“ დირექტორის მამუკა ღლონტის ინფორმაციით, 29 ნოემბერს, მას ნინო ბურჯანაძე დაუკავშირდა და „დაპირდა, რომ უკანონობას ადგილი არ ექნება“.
ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყეს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებმა და, როგორც ჩანს, „მათი პოზიცია არ მოსწონს ვიღაცეებს“, განაცხადა ღლონტმა.
„მაესტრო“  საკომუნიკაციო კომპანია „გლობალ TV“-ის საშუალებით თბილისის საკაბელო არხებით მაუწყებლობდა.

„გლობალ TV“-ის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, 28 ნოემბერს, არასტაბილური სიგნალის  გამო,  კომპანია იძულებული გახდა, დროებით გაეთიშა მოდულატორი. საათნახევრის შემდეგ მოდულატორი შეკეთდა, ჩაირთო ყველა საკაბელო არხი, მაგრამ, სამწუხაროდ, „მაესტროდან“ სიგნალი აღარ მოდიოდა, განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

წყარო: Media.ge


ახალი ამბები