კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში ახალგაზრდები დაარბიეს

3 დეკემბერი, 2007

დღეს, 2 საათზე სტუდენტები ბათუმში აქციის გამართვას გეგმავდნენ. მანამდე კი ისინი შეკრებას ბათუმის საზღვაო აკადემიასთან აპირებდნენ. თუმცა, მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს სამართალდამცავებმა ისინი დაარბიეს. დაკავებულია რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გაასამართლებენ.

რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ღოღობერიძე დაკავებას „ძველი ნაცნობობით“ გადაურჩა: „პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიცნო, კიდევ შენ ხარო? მკითხა და მანქანაში აღარ „ჩამტენა“, - აღნიშნა ღოღობერიძემ.

მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი რამაზ გვარჯალაძე ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს: „მე არაფრის თქმა არ შემიძლია, დაუკავშირდით პრეს-ცენტრს“.

დღეს, აჭარაში ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილიც ჩამოდის. ახალგაზრდები აქციის გამართვას მაინც აპირებენ.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები