კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი ფეხბურთის თამაშისას გარდაიცვალა

6 დეკემბერი, 2007

სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში (ქსანი) პატიმარი როინ მ. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით როინ მ.-ს გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი გახდა. მსჯავრდებული დაწესებულების სპორტულ მოედანზე სხვა პატიმრებთან ერთად ფეხბურთის თამაშისას მოულოდნელად გახდა შეუძლოდ.
როინ მ. სასწრაფოდ გადაიყვანეს დაწესებულების სამედიცინო განყოფილებაში. პაციენტს სასწრაფო რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სიკვდილის საბოლოო მიზეზის დასადგენად პატიმარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულების პროზექტურაში გადაასვენეს.

როინ მეტრეველი M2005 წლის 23 დეკემბერს მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მას 3 წლით თავისფულების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში კი პატიმარი აკაკი ს. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული ფილტვ-გულის მწვავე უკმარისობა გახდა.

აკაკი ს. ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები