პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის აზრით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობის აღდგენის თაობაზე ქართველი ხალხის ნების შედეგია და ეს ადასტურებს, რომ არცერთ რეჟიმს არ შეუძლია ტერორით შეაჩეროს ხალხის სწრაფვა თავისუფლებისაკენ.
"მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ გადაწყვეტილებისადმი. თავდაპირველად, ღვთის ნებით, მომეცა ძალა ხორში შემესხა წმინდა სიტყვა "იმედისათვის" და შევქმენი კომპანია "იმედი". შემდეგ კი, "იმედის" პროფესიონალმა და მამაცმა ჟურნალისტებმა დაამტკიცეს რწმენის უმთავრესი თეზისი: "თავდაპირველად იყო სიტყვა...", - აცხადებს პატარკაციშვილი.
ბიზნესმენის აზრით, მთელი საქართველო ელოდა ამ დღეს და ხელისუფლება შედრკა, რადგან "სააკაშვილის რეჟიმი დასრულდა მაშინ, როდესაც იგი ხალხს დაუპირისპირდა".
"ჩვენ ნახირი არ ვართ, რომ კეტები გვირტყან და გაზით გვწამლონ. ნოემბრის მოვლენებმა დაამტკიცეს, რომ შეუდრეკელია ქართველი ხალხის ნება, იცხოვროს ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში. ეს ჩვენი საერთო არჩევანია და ჩვენ შეგვწევს ძალა დავიცვათ იგი", - ამბობს პატარკაციშვილი.
წყარო: მედიანიუსი