კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"იმედის" მაუწყებლობის აღდგენა ჯერ ვერ მოხერხდება

7 დეკემბერი, 2007
წუხელ ტელეკომპანია "იმედის" შენობაში გენერალური დირექტორი ლუის რობერტსონი, მმართველი დირექტორი ბიძინა ბარათაშივილი, ადვოკატი შალვა შავგულიძე, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და ევროკავშირის წარმომადგენლები შევიდნენ.

ჟურნალისტებს `იმედში~ შესვლის საშუალება არ მიეცათ, თუმცა შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და ტელეკომპანიის ორი ოპერატორი იყო ვიდეო კამერით შესული. მათ არსებული მდგომარეობა ვიდეოფირზე დააფიქსირეს.

ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელის ბიძინა ბარათაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის აპარატურა განადგურებულია, შენობიდან წაღებულია ცენტრალური სააპარატოს და საეთეროს აპარატურა.  ტელემაუწყებლობის აღდგენა ჯერ ვერ მოხერხდება.

საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელის გიორგი თარგამაძის განცხადებით, საეთეროდან და სარეკლამო განყოფილებებიდან წაღებულია ყველა კომპიუტერი. "ცენტრალური სააპარატოდან წაღებულია აპარატურა, საიდანაც სატელიტზე მიდის სატელევიზიო სიგნალი”, - აღნიშნა თარგამაძემ.

სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, ყველა ის პირი, ვინც გასცა ბრძანება "იმედში შესვლაზე" უნდა დაისაჯოს და აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება. 
დღეს დილიდან იქ მხოლოდ ტექნიკური პერსონალი იმყოფება.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები