კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

FIDH-ის მოწოდებაა დაუყოვნებლივ შეწყდეს ზეწოლა ოპოზიციის წარმომადგენელებზე

7 დეკემბერი, 2007

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH)

საქართველო

არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე
FIDH-ის მოწოდებაა დაუყოვნებლივ შეწყდეს ზეწოლა ოპოზიციის წარმომადგენელებზე

პარიზი-თბილისი. 2007 წლის 7 დეკემბერი- FIDH შეშფოთებულია 2007 წლის 7 ნოემბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო. გმობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რომელიც 17 ნოემბრამდე გაგრძელდა. 

ადგილობრივი ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების მიხედვით, სპეც-რაზმმა მომიტინგეების დასარბევად გამოიყენა რეზინის ხელკეტები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. მთელი დღის განმავლობაში პოლიციელები მისდევდნენ და სასტიკად სცემდნენ ხალხს. მათი ერთ-ერთი სამიზნე გახდა საქართველოს სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი, რომელიც ცდილობდა შეეჩერებინა სამი პოლიციელი, როცა ისინი აქციის მონაწილეს სასტიკად სცემდნენ. თვითმხილველთა განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად გამოიყენეს აკუსტიკური აპარატიც.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ნოემბერს, დაახლოებით 600 ადამიანმა მიმართა საავადმყოფოს დასახმარებლად. ზოგი მათგანი ცრემლსადენი გაზით იყო მოწამლული, ზოგი რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით იყო დაშავებული. დააკავეს მრავალი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ხაინდრავა.

FIDH პროტესტს გამოთქვამს 7 ნოემბერს ტელე-რადიო კომპანია „იმედის“დახურვის გამო, რომელსაც წინ უძღოდა კომპანიის შენობის დარბევა. ჟურნალისტების განცხადებით, პოლიციამ მათ წაართვა ვიდეო და ფოტო აპარატები; რამდენიმე ოპერატორი სასტიკად სცემეს, როცა ისინი მიმდინარე მოველენებს იღებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო კამერა იყო ერთადერთი, რომელსაც მიმდინარე პროცესების გადაღება შეეძლო. პრეზიდენტ სააკშვილის განცხადებით დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იმედს“, სამი თვით შეუწყვიტეს ლიცენზია. აღნიშნულის მიზეზი საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად საზოგადოებაში ამბოხის გაღვივების ხელშეწყობა იყო.  მოგვიანებით, პრეზიდენტმა ტელეკომპანიის მფლობელებს მოსთხოვა გარანტია, რომ გადაეხვიათ ძველი პრინციპებისაგან და ქართველი ოლიგარქის, ბადრი პატარკაციშვილის ხელში არ გამხდარიყვნენ იარაღი. ეს უკანასკნელი აპირებს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში.
 
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარმა, ლუის არბორმა დაგმო ტელეკომპანია „იმედისა“ და სხვა დამოუკიდებელი მედია საშუალებების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება.

ამ მოვლენების შემდეგ, 25 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სააკაშვილის გადაწყვეტილება ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 25 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გადადგა პრეზიდენტობიდან. ამჟამად პარლამენტის თავჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას.

მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით FIDH გამოთქვავს შეშფოთებას  რადგან საარჩევნო კამპანია დაიწყო 7 ნოემბრის შემდგომ განხორციელებული ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფონზე; მათ შორის განსაკუთრებით შემაშფოთებელია დამოუკიდებელი მედია საშუალებების მაუწყებლობის შეწყვეტა,

ოპოზიციაზე ზეწოლა კვლავ გრძელდება. FIDH-ის ინფორმაციით, 26 ნოემბერს უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრი მერაბ ხურციძე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა რეგიონებში მძღოლებს ჩამოართვეს მართვის მოწმობები, რათა 25 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ მშვიდობიან მიტინგს
 არ დასწრებოდნენ.

FIDH მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

• გაითვალისწინოს საქართველოს საარჩევნო კოდექსის პრინციპები;
• ბოლო მოუღოს ოპოზიციის ლიდერებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების  წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას;
• დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს პოლიტ პატიმრები;
• დამთვრდეს ისეთი ფუნდამენტალური უფლებების დარღვევა როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება;
• უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

ახალი ამბები