კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"იმედის" მაუწყებლობის აღდგენის საკითხს თბილისსა და მოსკოვს შორის ვიდეოხიდი მიეძღვნება

10 დეკემბერი, 2007

11 დეკემბერს "რია-ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი გაიმართება, რომლის მონაწილეები ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

"რია-ნოვოსტის" მოსკოვის პრესცენტრში შეკრებილი რუსი და მოსკოვში აკრედიტებული უცხოური მასმედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ტელეკომპანია "იმედის" დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი და ტელეკომპანიის პოლიტიკური პროგრამის დირექტორი გიორგი თარგამაძე უპასუხებენ.

ტელეკომპანია "იმედმა" მაუწყებლობა 7 ნოემბერს განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ შეწყვიტა.
ზუსტად ერთი თვის შემდეგ კი, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნითა და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, "იმედს" ყადაღა მოეხსნა და მისმა თანამშრომლებმა შეძლეს ტელეკომპანიის შენობაში შესვლა. ტექნიკური მიზეზებით, ტელეკომპანიაში მაუწყებლობის აღდგენა ჯერჯერობით  ვერ ხერხდება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები