კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

11 დეკემბერი, 2007

2007 წლის 3 დეკემბერს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ითხოვს 'საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონის' მე-11 მუხლის 'ა' პუნქტის და 'გ' პუნქტის იმ ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-10 ნაწილში. 

აღნიშნული ცვლილებით, არსებითად შეიზღუდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი პატიმრობის ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობა.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად,  სასამართლოსათვის მიმართვის უფლება გულისხმობს საჩივრით მიმართვის შემდეგ მთელ რიგი პროცედურების გავლას, რაც დადგენილი იყო სადავო ნორმების მიღებამდე, კერძოდ:  საჩივრის წარდგენას მოსდევდა საჩივრის განხილვა და განხილვის შედეგად მიიღებოდა შესაბამისი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამ ცვლილებების შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის საჩივრებს თითქმის საერთოდ აღარ იხილავს. Bბუნებრივია, ეს არა თუ ზღუდავს, შეიძლება ითქვას, აუქმებს კიდეც აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების უფლებას რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოოა და პირი უნდა შეეგუოს წინასწარ პატიმრობას.

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლ ნაწილთან მიმართებაში.

წყარო: „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

ახალი ამბები