კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტები კვლევის - "მართლმსაჯულება საქართველოში" პრეზენტაციას გამართავენ

11 დეკემბერი, 2007

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 11 დეკემბერს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართავს  კვლევის "მართლმსაჯულება საქართველოში" პრეზენტაციას.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მათი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა, მოამზადოს პერიოდული ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი კვლევა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისა და გარანტირების შესახებ მოკლე ანგარიშს წარმოადგენს. კვლევაში განხილულია საკანონმდებლო სიახლეები მართლმსაჯულების საკითხებზე, მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა, მათ შორის გახმაურებული საქმეები. ასევე განხილულია სასამართლოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სხდომების საჯაროობის საკითხები, მიმოხილულია აშშ-ს პრაქტიკა.

ამასთან, კვლევაში მოცემულია საინტერესო სტატისტიკა და მონაცემები ქართული სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შესახებ.

პრეზენტაციას გახსნის საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი. შეხვედრას, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და კვლევაზე მომუშავე ექსპერტები დაესწრებიან. გაიმართება აქტიური დისკუსია კვლევაში წარმოჩენილ პრობლემურ საკითხებზე.

კვლევა მომზადებულია ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები