კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტები 7 ნოემბერის მოვლენების გამოძიებას ითხოვენ

11 დეკემბერი, 2007

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 7 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა და ფუნდამენტური უფლების - შეკრების თავისუფლების დარღვევის ფაქტების გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, 7 ნოემბერს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა რამდენჯერმე განხორციელდა. პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ მყოფი მომიტინგეები პირველად გამთენიისას დაშალეს. თუმცა, გიორგი ჩხეიძის თქმით, არც პოლიციასა და არც თბილისის მერიას არ დაუსახელებია კანონის არც ერთი დებულება, რომელიც დაირღვა და ხელისუფლების ორგანოს შეკრების შეწყვეტის უფლებას აძლევდა. `მეორე დიდი ძალადობა მომიტინგეებზე შუადღისას განხორციელდა, როცა სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

გიორგი ჩხეიძის თქმით, მოქალაქეებს ასევე თავს დაესხნენ და სცემეს შესაბამისი იდენტიფიკაციის არმქონე, შავებში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა, რაც პირდაპირ მიუთითებს ძალის გადამეტებასა და დანაშაულის ნიშნების არსებობაზე. ეს კი შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა.

გიორგი ჩხეიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა რიყესა და ტელეკომპანია "იმედის" ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეების დარბევაზე და აღნიშნა, რომ ამ ფაქტების დავიწყება და ობიექტური გამოძიება და დამნაშავეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრება "დემოკრატიის ქვაკუთხედის - გამოხატვის თავისუფლების, კერძოდ, კი, შეკრების უფლების გადასარჩენად არის აუცილებელი."

მისივე თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზად არის, 7 ნოემბერს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიმართოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს, თუ საქმის ეფექტიანი გამოძიება ქვეყნის ფარგლებში ვერ მოხერხდა. 
 
 

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები