კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული ოპოზიცია ამომრჩეველთა სიამ დააეჭვა

11 დეკემბერი, 2007

საქართველოს ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები მოსახლეობას 13 დეკემბრამდე საარჩევნო სიებში საკუთარი თავის გადამოწმებისკენ მოუწოდებენ. როგორც ცესკოში ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა ნინო გოგუაძემ და დავით ბარდაველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ერთიან სიაში 3 მილიონ 300 ათასი ამომრჩეველია დარეგისტრირებული, რაც  გასულ წელს დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას მნიშვნელოვნად, თითქმის 1 მილიონით აღემატება. საბჭოს წევრების ვარაუდით, ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი ერთი და იმავე ამომრჩევლის სხვადასხვა უბანზე დარეგისტრირებისა და სიაში ე.წ. `მკვდარი სულების~ შეყვანის გზით.

ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც მიმართავენ და საკონსულოებში არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებისაკენ მიუწოდებენ.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები