კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტებმა საკუთრების უფლების შელახვის საკითხზე მრგვალი მაგიდა გამართეს

12 დეკემბერი, 2007

დღეს თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე "საკუთრების უფლება საქართველოში".

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მასმედიასა და სტუმრებს გააცნეს სპეციალურად მომზადებული ანგარიში. მასში განხილულია საკუთრების უფლების ხელყოფის კონკრეტული მაგალითები, რომელზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები მუშაობენ, ასევე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და დღეს მოქმედი კანონმდებლობა.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, ქვეყანაში კერძო საკუთრებაზე უფლების შელახვა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ამის მაგალითად თუნდაც 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში თბილისის ცენტრალურ უბნებში განხორციელებული რამდენიმე ცნობილი შენობის დემონტაჟი გამოდგება. ესენია თაბუკაშვილის ქ. #50-52-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ "გოცირიძესთან" მდებარე კომერციული ობიექტი და შპს "მიას" საკუთრებაში არსებული მაღაზიები დადიანის ქუჩაზე, გადასასვლელ ხიდთან.

ასოციაციის წარმომადგენელთა თქმით, ყველა ეს ობიექტი რეესტრში დღემდე საკუთრების უფლებით არის რეგისტრირებული. ასოციაციის დასკვნით მათი დემონტაჟი მიმდინარეობდა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური არ შეისწავლიდა საკითხს და არ ისმენდა მესაკუთრეთა მოსაზრებებს.

გიორგი ჩხეიძის თქმით, ასოციაციის მიერ ზედამხედველობის სამსახურიდან გამოთხოვილი შესაბამისი საქმის მასალები არ შეიცავდა ინფორმაციას ქალაქის ცენტრალურ უბნებში ჩატარებულ დემონტაჟებზე. ამ მასალებში წარმოდგენილი იყო დადგენილებები მხოლოდ თბილისის გარეუბნებში მოქალაქეების მიერ უკანონოდ მიშენებული აივნების დემონტაჟზე. აქედან გამომდინარე ასოციაცია ასკვნის, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დედაქალაქის ცენტრში განხორციელებულ ქმედებებს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი.

გიორგი ჩხეიძის განცხადებითვე, დასახვეწია კერძო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. მისი ერთ-ერთი მთავარი ნაკლია ის, რომ თუკი მოქალაქემ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება შენობის დემონტაჟის შესახებ, გასაჩივრება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას მაინც ვერ შეაჩერებს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები