კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ)“ მოუწოდებს მთავრობებს შეწყვიტონ ჟურნალისტების სამართლებრივი დევნა

13 დეკემბერი, 2007

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ“ (IFJ) 10 დეკემბერს გნაცხადა, რომ ჟურნალისტთა სამართლებრივი დევნის აღკვეთით   გადაიდგმება  არსებითი ნაბიჯი  მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ)“, მსოფლიოს უდუდესი ჟურნალისტური  გაერთიანება, აცხადებს, რომ მთავრობები, რომლებიც სჯიან ცილისწამებისთვის  და კრიტიკული ჟურნალისტიკის წინააღმდეგ აწესებენ სამართლებრივ შეზღუდვებს,  ძირს უთხრიან  მედიის  საზოგადოებრივ ფუნქციას -  გამოავლინოს ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები.

გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღმნიშვნელ განცხადებაში „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ)“ მოუწოდა ახალი გლობალური კამპანიისკენ, პრესის შემზღუდავი კანონების გასაუქმებლად
„გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა,“ - თქვა  „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ (IFJ) გენერალურმა მდივანმა აიდან უაიტმა. „მის გარეშე არ შეგვიძლია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციაში მოცემული უფლებების დაცვა, რადგან დრამატულად  ვამცირებთ ამ უფლებების დარღვევის გამოვლენის  შესაძლებლობებს.“

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ)“ მოუწოდებს ხელისუფლებებს, ბოლო მოუღონ ჟურნალისტთა დევნას, საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაჩუმების მიზნით. „პრესის თავისუფლება ბევრ ქვეყანაში იერიშს განიცდის და ჟურნალისტები ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ბრალდებულის სკამზე შეთითხნილი ცილისწამების, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის, ან მთავრობისა თუ ხელისუფლებისათვის ძირის გამოთხრის ბრალდებით. როდესაც ამგვარ იერიშს აქვს ადგილი, ყველა იტანჯება, რადგან  იბლოკება  ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა,   აჩუმებენ ჟურნალისტებს და  საზოგადოება კარგავს ინფორმირების უფლებას“, აცხადებს „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ)“.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ მთავარი ბრალდებულები ჟურნალისტების დევნაში  ავტორიტარული რეჟიმები  არიან, თუმცა შეტევები პრესაზე დემოკრატიის მოდელად მიჩნეულ ქვეყნებშიც ხდება.
„ევროპასა და აშშ-ში უამრავი სასამართლო საქმე გვინახავს, სადაც ხელისუფლება დევნიდა ჟურნალისტებს მათი კონფიდენციალური წყაროს გამორკვევის მიზნით, ან, უბრალოდ, მათ გასაჩუმებლად,“ - თქვა „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ)“ წარმომადგენელმა.

რაც შეეხება მსოფლიოს სხვა რეგიონებს, პრესაზე იერიში ახასიათებთ იმ ქვეყნებს, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვა  კრიტიკული დაკვირვების ქვეშაა. 
„ „დროა, ბოლო მოეღოს ამას. ჩვენ ვერ გვექნება ადამიანის უფლებების ნამდვილად საყოველთაოდ დაცვის იმედი ჟურნალისტთა სამართლებრივი დაშინებისა და პრესის თავისუფლებაზე შეტევის შემთხვევაში“, თქვა უაიტმა.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები