კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო დარღვევები გამოავლინა

14 დეკემბერი, 2007
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის ეკატერინე სირაძის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად წინასაარჩევნო პერიოდში და საარჩევნო პროცედურებში საკმაოდ ბევრი დარღვევაა გამოვლენილი.   აღნიშნული დარღვევები კი ძირითადად, ხორციელდება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ.

სირაძის თქმით, კვლავ არსებობს პრობლემები ამომრჩევლების სიებთან დაკავშირებით. რიგ უნბებში, კერძოდ კი დუშეთში, კასპში, ახალციხეში, რუსთავში, გარდაბანში, ასპინძაში, ახალქალაქში, ადიგენში, სამტრედიაში, ბათუმში, ყაზბეგში, ახალგორში, ქარელში და თბილისის რამდენიმე რაიონში ამომრჩეველთა სიები გამოკრული  არ იყო კანონით დადგენილ ვადაში.  გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომებზეც. იყო შემთხვევები, როდესაც სხდომაზე არ ესწრებოდა კომისიის წევრების საჭირო რაიოდენობა, თუმცა მაინც მოხდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეს და მდივნის არჩევა.

"სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი დამკვირვებლების ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა უხეში დარღვევები წალკის, ახალგორისა და ჭიათურის საარჩევნვო ოლქებში ვაუჩერების დარიგებისას, ადგილი ჰქონდა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აგიტაციას. ქობულეთში კი პურის ფქვილის დარიგებისას, ამომრჩევლებს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და დაპირდნენ, რომ საბუთს არჩევნების დასრულების შემდეგ დაუბრუნდნენ.

სირაძის განცხადებით, იყო ასეთი შემთხვევაც, როდესაც სენაკში თავს დაესხნენ პარტია "ახალი მემარჯვენეების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერთა სიები წაართვეს. ამბროლაურში დაფიქსირდა ზეწოლის ფაქტი  საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეზე, რომელსაც სთხოვდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახს კუთვნილი ბიზნესის დახურვით დაემუქრნენ.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთა ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ავალებენ სკოლის დირექტორებს, პედაგოგებისა და მოსწავლეების მიყვანას მათ შეხვედრაზე, შემდეგ კი აღრიცხავენ იმ სკოლებს, რომლებმაც შეასრულეს ან არ შეასურლეს ეს დავალება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, თითქოს ხმის მიცემა არ იქნება ფარული და ხმის მისაცემ კაბინაში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, რომელიც დააფიქსირებს ამომრჩევლის არჩევანს.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები