კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისი ჟურნალისტების ფიზიკურ შეურაცხყოფაზე რეაგირებას ითხოვს

14 დეკემბერი, 2007
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდლობისგან მოითხოვს იმ რუსი სამხედრო ოფიცრების დასჯას, რომლებმაც ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტექნიკა დაუზიანეს.

როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ქართული მხარე კატეგორიულად გმობს მომხდარ ფაქტს და მოითხოვს ინციდენტთან დაკავშირებით სასწრაფო რეაგირებას. "მინდა გავიხსენო რამდენიმე თვის წინათ მომხდარი ფაქტი, როცა რუსმა სამშვიდობოებმა გაბედეს და გაიტაცეს ქართველი ჟურნალისტები. როგორც იცით, ეს სამხედროები დაკავებულები არიან და სასჯელს საქართველოში იხდიან. იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა და სამშვიდობო ძალების სარდლობა მომხდარს სასწრაფოდ გამოიძიებს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტებს რუსმა სამშვიდობოებმა ფიზიკური შეურაცხყოფა ენგურის ხიდზე დღეს მიაყენეს. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტები შეეცადნენ კამერით გადაეღოთ კონფლიქტის ზონაში გავრცელებული ბუკლეტები, სახელწოდებით "ჩვენ ვბრუნდებით".

წყარო:  მედიანიუსი

ახალი ამბები