კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვალერი გელბახიანი ხელისუფლებას ეროვნული შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს

17 დეკემბერი, 2007

პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გელბახიანის აზრით, არავითარი ანტისემიტური არ არის გაერთიანებული ოპოზიციის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებაში, რომელმაც ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს მათიაშ იორშს უნგრელი ებრაელი უწოდა.
"ჩვენი კანდიდატიც წარმოშობით ქართველი ებრაელია და ეს უფრო მიმზიდველია. ამას ადასტურებს ჩვენი 26 საუკუნოვანი ურთიერთობა", - აცხადებს გელბახიანი.

მისივე მტკიცებით, სწორედ ხელისუფლება ცდილობს გააღვივოს ეროვნული შუღლი.

ვალერი გელბახიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, "ვისაც ზემოხსენებული მოტივით სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს," მიმართონ პატარკაციშვილის შტაბს, რომელიც შესაბამის პროცედურებს დაიწყებს. ეს პროცედურები კი,  ჰააგის სასამართლოს სპეციალური პროკურორისადმი მიმართვაა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები