კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსმა სამშვიდოებებმა ტელეკომპანია „მზის“ ჟურნალისტს სცემეს, ოპერატორს კი ვიდეოკამერა დაუმტვრიეს

18 დეკემბერი, 2007

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსმა სამშვიდობოებმა ტელეკომპანია „მზის“  საინფორმაციო პროგრამის ("მზერა") ჟურნალისტს მალხაზ ბასილაიას სცემეს და არხის კუთვნილი ვიდეოკამერა დაამტვრიეს, 14 დეკემბერს. დღესვე, სპეციალურ ბრიფინგზე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში  დავით ბაქრაძემ ინციდენტში მონაწილე ჯარისკაცებისა და ბლოკ-საგუშაგოს მეთაურის დასჯა მოითხოვა.

ინციდენტი, რომლის ამსახველი კადრებიც „მზერამ“ აჩვენა,  მდინარე  ენგურის ხიდზე, ბლოკ-საგუშაგოსთან მოხდა, სადაც  „მზერის“ გადამღები ჯგუფი რეპორატაჟს ამზადებდა იმ პროკლამაციების შესახებ, რომელსაც აფხაზეთში 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ავრცელებენ.  ტელეკომპანიის ცნობით, პროკლამაციები - „ჩვენ დავბრუნდებით!“ - კონფლიქტის ზონაში 14 დეკემბერს დილით გავრცელდა, მათ შორის სამშვიდობოების საგუშაგოებთან.

სპეციალურ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ გაიხსენა, მიმდინარე წლის აგვისტოში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ქართული მხარის მიერ  ორი მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცის, რუსეთის მოქალაქეების დაკავების ფაქტი, რომლებმაც ქართველი ჟურნალისტები გაიტაცეს. „ვფიქრომ, ამჟამად, საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ  ამ ინციდენტის გამოძიება უნდა დაიწყოს. ჩვენ    დამნაშავე მშვიდობისმყოფელების  დასჯას მოვითხოვთ“, განაცხადა ბაქრაძემ.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები