კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხვალ სასამართლო ახალგაზრდა იურისტების სარჩელის განხილვას იწყებს

19 დეკემბერი, 2007

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ხვალიდან დაიწყებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის არსებით განხილვას, რომლითაც ორგანიზაცია საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების უკანონო მონაწილეობას აპროტესტებს. 

ლაპარაკია თბილისის მერზე - გიგი უგულავასა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრზე - კობა სუბელიანზე, რომლებიც 28 ნოემბერს დედაქალაქის მერიაში პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

როგორც "მედიანიუსს" ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩხეიძემ განუცხადა, საქართველოს საარჩევნო კოდექსით, თანამდებობის პირებს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო დროს ეკრძალებათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კი ამ დარღვევისთვის სათანადო ჯარიმას ითვალიწინებს.

უგულავა და სუბელიანი მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე დაახლოებით, დღის 15 საათისთვის იმყოფებოდნენ. ეს კი სწორედ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისთვის განკუთვნილი დროა და, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობა ორივემ დაარღვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი წარმოებაში 18 დეკემბერს მიიღო.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები