კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ასფალტზე გაჩნდა ფოტოსურათი წარწერით

4 იანვარი, 2008
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილისადმი ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა პროტესტის ახალ ფორმას მიმართეს. მათ ქუჩაში, ასფალტზე გამოსახეს მიხეილ სააკაშვილის შავი ფოტოსურათი, წარწერით: "დააბიჯე დიქტატორს".

როგორც "მედიანიუსს" საერთო-სახალხო მოძრაობისა და ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრმა, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, მისთვის უცნობია, ვისი ინიციატივით გაჩნდა ასეთი წარწერა. თუმცა, მსგავსი იდეა ერთიანი ეროვნული საბჭოს არცერთ წევრს არ გასჩენია. "ასეთი რამის გაკეთება ჩვენი სტილი არ არის", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

როგორც "მედიანიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, მისთვისაც უცნობია, თუ ვინ მოიფიქრა სააკაშვილისათვის პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა. "ეს შავი ფოტო და წარწერა ნამდვილად არ მინახავს. თუმცა, სააკაშვილის წინააღმდეგ მშვიდობიანი, კანონიერი ფორმით პროტესტის გამოხატვის ნებისმიერ ფორმას მივესალმებით", - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიური მდივანი კახა ძაგანია აცხადებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ფოტოსურათის ასფალტზე დაკვრა არც მათი ინიციატივაა. "თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტის ამგვარ ფორმას არ ვეთანხმებით. შეიძლებოდა, ასეთი რამ ჩვენც გაგვეკეთებინა", - განუცხადა კახა ძაგანიამ "მედიანიუსს".

მისივე ვარაუდით, სააკაშვილის ფოტოსურათზე ფეხის დაბიჯების იდეა თავად მოსახლეობას გაუჩნდებოდა, რომელსაც მან იმედი გაუცრუა და გააღიზიანა.
"პროტესტის ამ ფორმისთვის რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რომ მიემართა, ისინი ამაზე განცხადებასაც ოფიციალურად, ტელევიზიით გააკეთებდნენ", - დასძინა კახა ძაგანიამ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები