კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცესკო სადამკვირვებლო მისიების უკმაყოფილებას გაუგებარს უწოდებს

5 იანვარი, 2008

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის უფროსი ნატალია ჩხეიძე გაუგებრად მიიჩნევს სადამკვირვებლო მისიების მიერ ცესკოს მედიაცენტრში პრესკონფერენციის გამართვის მოთხოვნას და აცხადებს, რომ დამკვირვებლების მიერ ცესკოს მედიაცენტრის გამოყენების პრეცედენტი მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა. გარდა ამისა, როგორც ნატალია ჩხეიძემ "მედიანიუსთან" საუბრისას განაცხადა, მედიაცენტრში ჟურნალისტები აქტიურად მუშაობენ და იგი საკმაოდ გადატვირთულია, ასე რომ, იქ პრესკონფერენციის ჩატარება თავად დამკვირვებლებისთვისაც უხერხული იქნებოდა.

სადამკვირვებლო მისიებმა პრესკონფერენციის  გამართვის თხოვნით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ მედიაცენტრსაც მიმართეს, რომლებიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდებიან. ესენია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, "სამართლიანი არჩევნები", "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო".

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის გიორგი ჩხეიძის განმარტებით, მედიაცენტრი მხოლოდ აღნიშნული  არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეიქმნა და იქ პრესკონფერენციებს არამხოლოდ უცხოელი დამკვირვებლები, არამედ ვერცერთი სხვა ორგანიზაცია ვერ გამართავდა.

საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებმა დღეს წინასაარჩევნო კამპანიის მოკლე მიმოხილვასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია სასტუმრო "ზიპში" გამართეს და განაცხადეს, რომ შეხვედრის ცესკოს მედიაცენტრში გამართვა ვერ მოხერხდა. მათ ცენტრალურ საარჩევნო  კომისიას ამ საკითხისადმი მეტი ყურადღების დათმობისკენ მოუწოდეს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები