კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე სააკაშვილის სარეკლამო წითელი ქუდით მივიდა

5 იანვარი, 2008
სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევის #13 საარჩევნო უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საუბნო კომისიის თავმჯდომარეს შორის კამათი მოხდა,  რომელიც კენჭისყრის პროცედურამ გამოიწვია.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის, ნუნუ ჭაბაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილებაზე კენჭისყრაში მან მონაწილეობა ვერ მიიღო იმ მიზეზით, რომ 2 წუთით გავიდა საარჩევნო უბნიდან უკან დაბრუნებულს კი ყველაფერი დასრულებული დახვდა.

ბოდბისხევის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, გოგი კუპრეიშვილი რადიო “ჰერეთთან” ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ „ვინც კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღო, საარჩევნო კოდექსის მიხედვით შეძლებისდაგვარად თავიდან მოხდება ფუნქციების გადანაწილება.“

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა-ახალი ინიციატივის“ წარმომადგენელს ზურაბ მათესაშვილს, რომელიც ბოდბისხევში საარჩევნო პროცესს აკვირდება, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის სარეკლამო წითელი ქუდი ახურავს წარწერით „5“, - იტყობინება “ჰერეთი”.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები