კახეთში ოპოზიცია ზეწოლაზე ალაპარაკდა
5 იანვარი, 2008
რადიო ჰერეთი „გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის თელავის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, თელავის #17-ე ოლქის, კისისხევის #21-ე და ვარდისუბნის #17-ე საარჩევნო უბანზე, მათ დამკვირვებლებზე ზეწოლა მიმდინარეოს.
როგორც რადიო ჰერეთთან „გაერთიანებული ოპოზიციის“ თელავის რაიონული შტაბის წარმომადგენელმა, აკაკი კარდენახიშვილმა განაცხადა, „კისისხევის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვაჟა ზუროშვილი, საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ აგიტაციას ატარებს.
დილიდან დარღვევებით მიმდინარეობს არჩევნები ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, სადაც 3 საარჩევნო უბანია გახსნილი.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ამომრჩევლებს რეგისტრაციის გავლის შემდეგ არ უკეთდებათ მარკირება.
საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ღია აგიტაცია, პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ.
წყარო: რადიო ჰერეთი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023