კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამუკა კაციტაძე: თბილისსა და ქუთაისში ე.წ. კარუსელები მიმდინარეობს

5 იანვარი, 2008
პრეზიდენტობის კანდიდატ დავით გამყრელიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მამუკა კაციტაძის თქმით, სამცხე-ჯავახეთში დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები გარკვეული დარღვევებით მიმდინარეობს.
კერძოდ,  ასპინძის 21-ე და ახალქალაქის 26-ე უბნებზე არ მუშოაბს ქსეროქსი, რაც სერიოზული დარღვევაა.

ასევე, კაციტაძის თქმით, გუშინწინ შეიცვალა ახალქალაქის საარჩევნო ოლქის შენობაში არ შეუშვეს "ახალი მემარჯვენეების" დამკვირვებლები.
მისივე განცხადებით, სერიოზული პრობლემებია ასპინძის რაიონის სოფელ უდეში, სადაც სხვა ყველაფერთან ერთად, მიმდინარეობს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია.

კაციტაძის განმარტებით, თავად საარჩევნო უბნებში არ არის ჩამოხსნილი პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები და მან პირადად ჩამოახსნევინა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატი საბურთალოს რაიონის 66-ე უბნიდან.

ამასთან, დავით გამყრელიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ე.წ. კარუსელები მიმდინარეობს თბილისში და ქუთაისში.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები