კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფიზიკური შეხლა-შემოხლა კაბალში

5 იანვარი, 2008
რადიო ჰერეთი ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის #19-ე საარჩევნო უბანზე სიტუაცია ვეღარ კონტროლდება.

როგორც “სამართლიანი არჩევნების” და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რადიო ჰერეთთან აცხადებენ, კაბალში ე.წ “კარუსელი” ტრიალებს.

საქმე ეხება არჩევნებში ადამიანების სამჯერ მონაწილეობას.

როდესაც ფაქტზე ოპოზიციამ შენიშვნა გამოთქვს, დაპირისპირება მაშინ  მოხდა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებს შორის, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

მოგვიანებით ფიზიკურად გაუსწორდნენ “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელს კაბალში.

“ფაქტიურად ამ სოფელში არჩევნები მთელი დღის განმავლობაში კანონდარღვევით მიმდინარეობს, რაზეც უბნის კომისიის თავმჯდომარე არ რეაგირებს.
გარდა იმისა რომ ფიზიკურად გამისწორდნენ, ამომრჩევლები 3-ჯერ აძლევენ ერთიდაიგივე კანდიდატს ხმას. სწორედ ამის გაპროტესტება გახდა ჩემზე ფიზიკური შეურაწყოფის მიზეზი.” - აცხადებს “ლეიბორისტების” წარმომადგენელი.

“ახალი მემარჯვენეების” ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მათიაშვილი კი, კაბალში განვითარებულ მოვლენების შემდეგ მიიჩნევს, რომ ეს უბანი საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან ნაციონალებმა აქ ღიად გააყალბეს არჩევნები.

წყარო: რადიო ჰერეთი

ახალი ამბები