კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი უბნის თავმჯდომარემ უბნიდან გააგდო

5 იანვარი, 2008
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა სირაძე-დელონემ არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღის 12 ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელმა, ოფიციალური მონაცემებით, 13,4 პროცენტი ხოლო "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთა მონაცემებით 13 პროცენტი შეადგინა.

დამატებითი სიების საშუალებით, ხმა მისცა  რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 0,8-მა პროცენტმა. როგორც ეკა სირაძე-დელონემ განაცხადა, არჩევნები საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს, მათ დამკვირვებლებს კი რამდენიმე უბანში სერიოზული პრობლემები შეექმნათ. კერძოდ, წალკის საარჩევნო ოლქის 22-ე უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი უბნის თავმჯდომარემ ფიქრია სარიბოვმა უბნიდან გამოაგდო, ხოლო წალკის პოლიციის უფროსი იური მოდებაძე დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი დაემუქრა.

ეკა სირაძე-დელონეს თქმით, ორგანიზაციამ უკვე მიმართა ამ ფაქტთან დაკავშირებით და შესაბამისი რეაგირება სთხოვა ცსკოს. აღნიშნულ უბანში სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია  და სამწუხაროა, რომ მიუკერძოებელ ორგანიზაციებს ხელი ეშლებათ არჩევნების გაშუქებაში.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები