კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩანტლისყურში არჩევნები გაყალბდა

5 იანვარი, 2008
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” მონაცემებით, არჩევნები გაყალბდა ყვარლის რაიონის ჩანტლისყურის საარჩევნო უბანზე. ცენტრის დამკვირვებელი გელა მთივლიშივილი 12 საათიდან იმყოფება ამ ტერიტორიაზე. კომისიის წევრების მხრიდან არის მცდელობა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

სოფელი ჩანტლისყური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. მათ არ იციან ქართული, რითაც კომისიის წევრები ბოროტად სარგებლობენ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მაგამედ გაჯი მაგამედოვს მოყვანილი ჰყავს ქართულის მცოდნე რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამომჩევლების მაგივრად შედიან კამერებში და ხმას მიხეილ სააკაშვილს აძლევენ, მაგალითად: "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ალიკ რამაზანოვი უკვე შვიდჯერ შევიდა კაბინაში.

უბანზე რეგისტრირებულია 244 ამომრჩეველი, ამ დროისთვის ხმა მისცა 51-მა მათგანმა, მიუხედავად იმისა, რომ კაბინაში აქამდე არ არის გამოკრული ხმის მიცემის ინსტრუქცია და ნიმუში.

დარღვევებთან დაკავშირებით შენიშვნის მიცემის შემდეგ კომისიის წევრების მხრიდან იყო ანგარიშსწორების მცდელობა. გელა მთივლიშვილმა დარღვევებზე დაწერა საჩივარი, რომელსაც ხელი მოაწერეს სხვა დამკვირვებლებმაც. ამის გამო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაიწყო შეხლა-შემოხლა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება. კომისიის წევრები ცდილობენ, დამკვირვებლები უბნიდან გაყარონ.


ახალი ამბები