კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატარკაციშვილის შტაბი "ნაციონალებს" ოქმების შეჭმაში ადანაშაულებს

8 იანვარი, 2008
პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის შტაბი ეუთოს მისიის ხელმძღვანელს დიტერ ბოდენს და აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს მიმდინარე არჩევნებში დარღვევებზე რეაგირებას სთხოვს და დარღვევების 46-მდე ეპიზოდს აქვეყნებს.
კერძოდ, პატარკაციშვილის შტაბის მონაცემებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის მე-13 უბანი პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 13 საათზე დაკეტეს, რადგან ამომრჩეველთა 90 პროცენტი ხმას პატარკაციშვილს აძლევდა.

"ბორჯომი-ყვიბისის მე-20 საარჩევნო უბანში პრესის მოწმობით შეპარულია ყვიბისის მამასახლისი შოთა გელაშვილი და ის პოლიციელებთან ერთად ემუქრება ამომრჩეველს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს მათზე," - აცხადებს საარჩევნო შტაბი.

შტაბის მტკიცებით, თბილისში, ვაზისუბნის 69-ე, 64-ე, 73-ე და 75-ე უბნებში ნაციონალური მოძრაობის აგიტატორები მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ამომრჩეველს 25 ლარს სთავაზობენ; ფონიჭალის #30-ე, #70-ე #27-ე უბნები დაიკავეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა, #4-ე უბანში კი, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა სცემეს პატარკაციშვილის მომხრე ქოროღლიშვილი;

ტყიბულში "პოლიციელები მთელი ღამე დადიოდნენ და ემუქრებოდნენ ამომრჩევლებს. მილიციის უფროსმა დათო ცირიკიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და "ფეხებით შესდგა გიგა ბოჭორიშვილის მანქანას."

"მცხეთაში პატარკაციშვილის მომხრეებმა შეადგინეს დარღვევის ოქმები. საპასუხოდ შედგენილი ოქმები სააკაშვილის მომხრეებმა შეჭამეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ პატარკაციშვილის მომხრეებს", - აღნიშნულია შტაბის განცხადებაში.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები