კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტები თბილისში ორ უბანზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლილად გამოცხადებას მოითხოვენ

8 იანვარი, 2008
დღეს, 15 საათის მდგომარეობით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით 95 საჩივარი მოამზადეს.

ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ დღეს მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და აღნიშნა, რომ კომისია ოპერატიულად იღებს მათგან დარღვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შესაბამისადაც რეაგირებს.

ჩხეიძის ინფორმაციით, ბათუმის ოლქის #50-ე და თბილისში ვაკის ოლქის #10 უბნებში კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო ყუთი დალუქული არ იყო.

კრწანისის ოლქის 29-ე და 30-ე უბნებზე კი უკანონო აგიტაციასთან დაკავშირებული დარღვევები გამოვლინდა, რის გამოც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ უბნებზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლილად გამოცხადებას მოითხოვს.

მისი თქმით, ზოგიერთი უბანში კომისიას არასაკმარისი რაოდენობით აქვს სპეციალური წითელი კონვერტები, რის გამოც, დამატებითი სიის ამომრჩევლებს ხმის მიცემა ჩვეულებრივი კონვერტების გამოყენებით უწევთ, რაც კანონდარღვევად ითვლება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები