კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ოქრუაშვილს გერმანიიდან საფრანგეთში გადაიყვანენ

9 იანვარი, 2008

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს საფრანგეთმა შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

როგორც "მედიანიუსს" მისმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, ოქრუაშვილის გერმანიიდან საფრანგეთში გადაყვანის გადაწყვეტილება ფრანგულმა მხარემ უკვე მიიღო. ამის საფუძველი ის გახდა, რომ ოქრუაშვილი გერმანიაში დაკავებისას საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული ვიზით იმყოფებოდა. ყოფილ მინისტრს საფრანგეთში რამდენიმე დღეში გადაიყვანენ და მისი საქმის განხილვაც იქ გაგრძელდება.

ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილი 2007 წლის 27 სექტემბერს თანამდებობის ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოგვიანებით იგი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ქართული მხარის მოთხოვნით, კვლავ დააკავეს. ამჟამად მას ბერლინის სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის შესაძლო მიცემა საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის წინაპირობა არ გახდება.

გერმანიიდან საფრანგეთში ოქრუაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება ფრანგულმა მხარემ უკვე მიიღო. თავდაცვის ყოფილ მინისტრს საფრანგეთში რამდენიმე დღეში გადაიყვანენ.

"ბუნებრივია, პოლიტიკური თავშესაფარი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის წინაპირობა არ არის. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი დევნა კანონმდებლობით დადგენილი წესით გაგრძელდება. ყველა სხვა საკითხზე კომენტარს, ალბათ, უკვე სამართალდამცავები გააკეთებენ", - განუცხადა "მედიანიუსს" პავლე კუბლაშვილმა.


წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები