კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ ცდილობდა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისის აფეთქებას?

10 იანვარი, 2008

6 იანვარს, დილით, გაერთიანებული ოპოზიციის სათავო ოფისთან, იქამდე, სანამ  ოპოზიციის წევრები რიყეზე საპროტესტო აქციას გამართავდნენ, ასაფეთქებელი ნივთიერება ორჯერ აღმოაჩინეს. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ოფისის ფანჯრიდან შეამჩნიეს და იგი გია თორთლაძემ გააუვნებელყო.

მანამდე, 3 იანვარს, 4 საათზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის მეუღლის მშობლების სახლს ესროლეს, რის შედეგადაც სახლის მინები ჩაიმსხვრა. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი კახა კუკავა აღნიშნავს: ასაფეთქებელი ნივთიერება საკმაოდ მძლავრი იყო.
„აშკარად სერიოზული მოწყობილობა იყო და არა უბრალო მაშხალა“,- ამბობს ის.
კახა კუკავა დარწმუნებულია, რომ ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირშია. და ორივე შემთხვევაში სოდის თანამშრომლები უშუალოდ არიან ჩართულნი.

„სხვა ასეთ რამეს არავინ გააკეთებდა. ეს ან  სოდ-ის საქმეა ან კუდ-ის. ეს მოხდა გუშინწინ დილით. გამოძიება კი, ტრადიციულად, საქმის გამოძიებით არ წუხდება. მოვიდნენ, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, თუმცა შემდგომი რამე იურიდიული მოქმედება აღარ ჩაუტარებიათ. არც არავინ მოსულა, არავინ დაუკითხავთ. სხვისი გაკეთებული რომ ყოფილიყო, ინტერესის გულისთვის მაინც გამოიკვლევდნენ“.

კახა კუკავას აზრით, ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენა რიყის აქციას განზრახ დაემთხვა.

“ეს იყო ყურადღების გადატანის მცდელობა, მეტი არაფერი. ასეთი პროვოკაციების გზით ისინი ცდილობენ პოლიტიკური პროცესები სხვა მიმართულებით წარმართონ.  ეს არის სააკაშვილის სტრატეგია, აფეთქებებით, ფარული ჩანაწერებით, ქუჩაში დახვედრებით პოლიტიკური პროცესი საქართველოში საერთოდ მოკლან და დავუბრუნდეთ მხედრიონის ეპოქას“.

სააგენტოების ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან აღმოჩენილი ნივთიერება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის დაწესებულებაში წაიღეს. თუმცა კრიმინალური პოლიციის პრეს-სამსახურის უფროსი ზურაბ გვენეტაძე, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს. ის მოკლე ფრაზით შემოიფარგლა, შოთა ხიზანიშვილს დაურეკეთო. შოთა ხიზანიშვილი კი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსია, ჩვენს ზარებს საერთოდ არ პასუხობს.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები