კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომისიის თავმჯდომარე გამგებელს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

10 იანვარი, 2008

ხელვაჩაურის #33 (სოფელ თხილნარის) საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მინდია დიდმანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელ ბადრი შავლიძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გამგებელმა ის ღამით, მასთან კაბინეტში დაიბარა და არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ უბანზე ხმათა უმრავლესობა სააკაშვილმა მიიღო.
 „კაბინეტში დამხვდა გამგებელი და ხელვაჩაურის კუდ-ის უფროსი. ძალიან უწმაწური სიტყვებით მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმის გამო, რატომ უფრო მეტი ხმა ვერ დააგროვა სააკაშვილმა“, _ აცხადებს დიდმანიძე.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები