კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის სოფლებში ,,ოპონენტები" ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან

15 იანვარი, 2008

შიდა ქართლის გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო და გააგრძელა მათი წევრების დაკავება-დაშინება. ასე მაგალითად, სოფელ მერეთის მკვიდრი გივი მახარაშვილი 12 იანვრის ღამეს დააკავეს, როდესაც მეორე დილით ის და მისი მხარდამჭერები თბილისში ოპოზიციის მოწყობილ მიტინგზე უნდა წასულიყვნენ. გივი მახარაშვილის ოჯახის წერები აცხადებდნენ, რომ მახარაშვილის დაკავების მოტივი თავიდანვე უცნობი იყო. ,,გივის თავიდანვე ემუქრებოდნენ, რომ თუ ის არ გაჩერდებოდა, დააკავებდნენ და აასრულეს კიდევ ეს მუქარა", - აცხადებენ ოჯახის წევრები.

იგივეს ამბობენ, ოპოზიციის შტაბში. შტაბის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ტერაშვილი აცხადებს, რომ გივი მახარაშვილი ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური წევრია და სწორედ ამის გამო დააკავა ის პოლიციამ.
თუმცა საპირისპიროს ამბობენ პოლიციაში. პოლიციის პრესსამსახურში განვიცხადეს, რომ გივი მახარაშვილი დაკავებულია სოფელ მერეთის მამასახლისის ვასიკო თევდორაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

,,ჩემთან მოვიდა გივი მახარაშვილი და საქმის გარჩევა დამიწყო. იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ სოფელ მერეთში მისმა პარტიამ საკმაოდ მცირე ხმები წაიღო და მეუბნებოდა, რატომ გამიყალბე არჩევნებიო. მე ვეუბნებოდი, მე როგორ გაგიყალბე არჩევნები, არც კომისიის წევრი ვარ და არც რამე შეხება მქონია არჩევნების დროს კომისიასთან-მეთქი. გამოირჩეოდა აგრესიულობით.  ამას მოჰყვა ჩვენს შორის შელაპარაკება, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა", - ამბობს ვასიკო თევდორაშვილი. ამჟამად გივი მახარაშვილი გირაოს ნაცვლად გათავისუფლებულია.

გივი მახარაშვილი თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი იყო. თავიდანვე ოქრუაშვილის პარტიის აქტიურ წევრად ითვლებოდა.

სოფელ მერეთში არჩევნების დროს გაჩეჩილაძემ 184 ხმა აიღო, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა 619 ხმა.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები