კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეუთო: არჩევნების შემდგომი შუალედური ანგარიში

21 იანვარი, 2008

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი
არჩევნების სადამკვირვებლო მისია, საქართველო
2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები


6-18 იანვარი, 2008 წელი

მოკლე შინაარსი

• 13 იანვარს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაცხადა, რომ არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა ხმების 53,5 პროცენტით;
• არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გარემო კვლავ პოლარიზებული იყო. ოპოზიციური პარტიები დარღვევებისა და გაყალბების მასშტაბებზე საუბრობდნენ, გამოაშკარავებული გაყალბებული შედეგების გაუქმებასა და მეორე ტურის ჩატარებას მოითხოვდნენ;
• OSCE/ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ ხმების დათვლის პროცესში მრავალი პრობლემა დააფიქსირა. მაგალითად, საუბნო საარჩევნო კომისიებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მოწოდებულ ოქმებში არსებული განსხვავებული მონაცემები, ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ დაფიქსირებული ამომრჩეველთა უჩვეულოდ დიდი აქტივობა განსაკუთრებით კენჭისყრის ბოლო საათებში;
• ცესკო არ იყენებდა ერთნაირ მეთოდს არჩევნების დღეს დამატებით სიებში შეყვანილი ამომრჩევლის ხმების დათვლისას, განსაკუთრებით კი, ბიულეტენის ბათილობის დადგენისას;
• საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე და სასამართლოები ბოლომდე და ადეკვატურად არ იხილავდნენ და არ იძიებდნენ ბევრ საჩივარს, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურასთან, ხმებისა და არჩევნების შედეგების დათვლასთან დაკავშირებულ დარღვევებს შეეხებოდა.

სრული ტექსტი: http://www.osce.org/item/29344.html?lc=KA

ახალი ამბები