კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა

30 იანვარი, 2008

პარლამენტის ბიზნესის საერთაშორისო ასოციაციაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: "უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის".

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" და საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია. მასში მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ამ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა ოთარ თოიძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანია პარლამენტისა და მთავრობისათვის რეკომენდაციების შემუშავება, რომელსაც შემდგომში ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის დოკუმენტის მოსამზადებლად გამოიყენებენ. დოკუმენტში უნდა აისახოს ღონისძიებები, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად განხორციელდება. Uპირველესი, რაც უნდა გაკეთდეს, სტაციონარების ინფრასტრუქტურის შექმნა და სათანადო მომსახურების ადგილზე გაწევის განვითარებაა.

ერთ-ერთი პრიორიტეტია ფსიქიკურად დაავადებული პირების სოციალური დაცვა და შრომით საქმიანობაში ჩაბმა. ასევე მნიშვნელოვანია ამ ტიპის პაციენტებისადმი საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 15 წლის განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა და 107 ათასს მიაღწია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 2 პროცენტია. როგორც წესი, არაოფიციალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სახელმწიფო ბიუჯეტში ფსიქიატრიის პროგრამების დაფინანსების  ზრდის აუცილებლობაზე. მედიცინის აღნიშნული დარგის დაფინანსება ამჟამად დაახლოებით 9,5 მილიონი ლარია. იმისათვის, რომ ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებს სრულფასოვანი ეფექტიანი დახმარება გაეწიოთ, 70-80 მილიონი ლარი მაინც არის საჭირო.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები