კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტს "კუდ"- ის წარმომადგენლები უთვალთვალებენ

4 თებერვალი, 2008
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც მთივლიშვილმა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აცნობა, ბოლო რამდენიმე კვირაა მას "კუდ"-ის წარმომადგენლები უთვალთვალებენ და საქმიანობაში ხელს უშლიან.

"არჩევნებამდეც მითვალთვალებდნენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ თითქმის ყოველდღიურად "კუდ"-ის თანამშრომელი შალვა იმერლიშვილი და სხვები ჩემი სამუშაო ოფისის წინ ტრიალებენ. ისინი მაკონტროლებენ მაშინაც, როცა მანქანით გადავაადგილდები. რესპონდენტები ვისთანაც მაქვს შეხვედრები აღრიცხვაზე ჰყავთ აყვანილი და ატერორებენ. ამის გამო არაერთხელ შემეშალა ხელი მუშაობაში, ვერ დავასრულე რამდენიმე საგამოძიებო მასალა. უფრო მეტიც, "კუდ"-ის თანამშრომლები ისე გათავხედდნენ, რომ უკვე ჩემი ადგილსამყოფელის და სამუშაო გეგმის დადგენას ჩემივე კოლეგებისგან ცდილობენ. ასევე, ჩემი როგორც ჟურნალისტის დისკრედიტაციისათვის,  ავრცელებენ სხვადასხვა შეურაცხმყოფელ ინფორმაციებს", - აღნიშნავს მთივლიშვილი.

ჟურნალისტი მოითხოვს შეწყდეს მასზე თვალთვალი და ზეწოლა სამართალდამცავების მხრიდან. იგი მზად არის, თუ მასთან რაიმე შეკითხვები აქვთ, პირადად უპასუხოს.

აღსანიშნავია, რომ მთივლიშვილზე გასულ წლებში არაერთი ზეწოლა განხორციელდა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მასზე თავდასხმებს და მკვლელობის მცდელობასაც კი. მომხდარ ფაქტებზე შს კახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ ამ დრომდე ყველა საქმე გამოუძიებელია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“.


ახალი ამბები