კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლეიბორისტები პატიმრობიდან თანაპარტიელების გათავისუფლებას ითხოვენ

5 თებერვალი, 2008

ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას ულტიმატუმს და 7 ნოემბრის მოვლენებისას დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს.

,,7 ნოემბრის შემდეგ მოქალაქეები დააკავეს და სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მასობრივი არეულობის მოწყობისათვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მათი გასამართლება ამ მუხლით არის სრულიად აბსურდული. 2 თვე უკვე გავიდა, მაგრამ მაინც არ ათავისუფლებენ", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა.

მასობრივი არეულობის ორგანიზებაში იგულისხმება ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენება და ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, რაც ისჯება 6 - დან 7 - წლამდე თავისუფლების არკვეთით, - დასძინა შატბერაშვილმა.

მისივე თქმით, დაპატიმრებულებს არც ძალადობა, იარაღი და ასაფეთქებელი საშუალება არ გამოუყენებიათ, რის გამოც მათი დაკავება უკანონოა და  არიან პოლიტპატიმრები.

ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციით, 7 ნოემბრის მოვლენებისას 30-მდე ადამიანია დაკავებული, მათ შორის 6 ლეიბორისტული პარტიის წევრია. განსაკუთრებული აგრესიით ექცევიან დაპატიმრებულ ლეიბორისტული პარტიის წევრებს.

ლეიბორისტული პარტია მაქსიმუმ ათ დღეში ამ პირების არ გათავისუფლების შემხთხვევაში, დაასახელებს პატიმრების გვარებსა და იმ პირების სახელებს ვინც გასცა განკარგულება მოქალაქეების დასაკავებლად.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები