კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ამხანაგობა თაბუკაშვილი 88"-ის დამფუძნებელი წევრები კანცელარიის შენობასთან აქციას გამართავენ

5 თებერვალი, 2008

ინდივიდუალური ბინათმშენებლობა "ამხანაგობა თაბუკაშვილი 88"-ის დამფუძნებელი წევრები ხვალ თბილისში მთავრობის კანცელარიის შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც "მედიანიუსს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თინა ბურჯიაშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილეები ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილს უპირისპირდებიან, რომელმაც "50 დამფუძნებელი ამხანაგობიდან გარიცხა, რის გამოც მათი ოჯახები უბინაოდ რჩებიან".

ლაპარაკია სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის მერიის შენობის უკან მშენებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ კოპუსზე, რომელიც "ამხანაგობა თაბუკაშვილი 88"-ის დამფუძნებელი წევრებისთვის შენდება. თუმცა, თინა ბუჯიაშვილის თქმით, ზურაბ თაბუკაშვილმა 110 წევრიდან 50 ამხანაგობიდან "სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოტივით გარიცხა", მათ მშენებარე კორპუსში "ბინას აღარ აძლევს".

"ამხანაგობის წევრებს, თავის დროზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაში მნიშვნელოვანი შენატანები ჰქონდათ. ზურაბ თაბუკაშვილს კი სურს, 50 ოჯახის კუთვნილი ფართი მიითვისოს, გაყიდოს და მოგება ნახოს", - აღნიშნა თინა ბუჯიაშვილმა.

მისივე თქმით, ამხანაგობიდან "უკანონოდ გარიცხულმა" დამფუძნებელმა წევრებმა პროკურატურასა და სასამართლო ორგანოებს მიმართეს. თუმცა, ამ მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია. ხვალისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე კი, ისინი უკვე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მოითხოვენ შეხვედრას.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები