კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკომიგრანტი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს

6 თებერვალი, 2008
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრები ეკომიგრანტი ანზორ ცეცხლაძე პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით იმუქრება. ანზორ ცეხლაძე უნარშეზღუდულია. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ოჯახს კი მას შემდეგ, რაც სოციალური სუბსიდიების სააგენტომ „სიღარიბის დაძლევის პროგრამიდან“ დახმარება შეუწყვიტა, არავითარი შემოსავალი აღარ აქვს.

ეკომიგრანტი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ლაგოდეხის გაყოფილებას უყურადღებობასა და მიკერძოებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ცეცხლაძეებს დახმარება შეუწყვიტა. ამის გამო, უმუშევარი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი 2 მცირეწლოვანი ბავშვის გამოკვებასაც ვეღარ ახერხებს.

სოციალური სუბსიდიების სააგენტომ, ხელახალი გადამოწმების მიზეზით, ცეცხლაძეებს დახმარება 2007 წლის 27 ივნისს შეუწყვიტა. ოჯახი დახმარებას „სიღარიბის დაძლევის პროგრამის“ ფარგლებში იღებდა. სოციალური დახმარება ცეცხლაძეების ოჯახისთვის შემოსავლისა და თავის რჩენის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.

ანზორ ცეცხლაძემ ვითარების გასარკვევად სოციალური სუბსიდიების სააგენტოს თელავის რეგიონულ ოფისსაც მიმართა, სადაც ის უყურადღებოდ დატოვეს.

„თელავის განყოფილებას მივმართე, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს. დღემდე დახმარების გარეშე ვარ დარჩენილი. ჩემი ბავშვების ჯანრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. არაფრის საშუალება არ მაქვს“, - ამბობს ეკომიგრანტი.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლაძეების ოჯახი დახმარებას, სავარაუდოდ, 3 თვის შემდეგ მიიღებს, თუმცა შესაძლოა, ვერც მიიღოს. ამის შესახებ ჩვენთან საუბარში სააგენტოს წარმომადგენელმა გოგოლაძემ განაცხადა.

ანზორ ცეცხლაძე დახმარებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართავს. უკიდურეს შემთხვევაში შიმშილის ზღვარზე მყოფი, მცირეწლოვანი ბავშვების ინვალიდი მამა, სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებით იმუქრება.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები