კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატებს ციხეში გამორჩევის პრინციპით უშვებენ

7 თებერვალი, 2008

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი ციხეში, მის დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარ ფილიპე ლეშკაშელთან შესახვედრად, პროცესის წინა დღეს არ შეუშვეს. მიზეზად კი დაგვიანება დაუსახელეს.

ანდრიაშვილი საშვთა ბიუროსთან ხუთის ოც წუთზე მივიდა. თუმცა, როდესაც საშვთა ბიუროს თანამშრომელს მოწმობა და ორდერი მიაწოდა, მოულოდნელად ადგილზე „სოდ“-ის თანამშრომელი გაჩნდა და ბრძანება გასცა: „ეს ადვოკატი არ შეუშვათ, შეწყვიტეთ შემოშვება“. ანდრიაშვილი ამბობს, რომ ამ ფრაზის პარალელურად რაციით გაისმა  სხვა ადვოკატის გვარი, რომელიც პატიმართან შეუშვეს. ამ ფაქტით გაოცებულმა ანდრიაშვილმა უფროსთან შეხვედრა მოითხოვა:

„ოთახი გაივსო „სოდ“-ის თანამშრომლებით. შემდეგმათი უფროსიც მოვიდა და მითხრა, რომ პატიმართან არ შემიშვებდა, თან კედელზე გაკრულ ფურცელზე მიმითითა, სადაც წერია, რომ დილის ათიდან ხუთის ნახევარმდე ხორციელდება შეშვება. ამ ფაქტამდე არაერთხელ შევსულვარ ციხეში ათი წუთით ადრეც. თან, ავუხსენი, რომ მეორე დღეს ამ პატიმრის პროცესი უნდა ყოფილიყო და ჩვენი შეხვედრა აუცილებლად უნდა შემდგარიყო“, - ამბობს ანდრიაშვილი.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ ლეშკაშელის ცემის ფაქტი სწორედ ანდრიაშვილმა გამოავლინა, სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა, რომელმაც იმავე დღეს მოახდინა რეაგირება და ლეშკაშელს შეხვდა. სტატია პატიმრის ცემის შესახებ დაიდო ჩვენს პორტალზეც. ნინო ანდრიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ციხის თანამშრომლების ასეთი რეაქცია სწორედ ამ ამბავმა გამოიწვია.

„ვფიქრობ, განზრახ არ შემიშვეს. ადვოკატებს შორის გამორჩევის ფაქტი ძალიან ნათელია და ეს მე ჩემი თვალით ვნახე“, - აცხადებს ანდრიაშვილი.

ეკა ქევანიშვილი, თბილისი.

ახალი ამბები