კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისელი პედაგოგების ნაწილი გაიფიცა

11 თებერვალი, 2008

ქუთაისის #14 საჯარო სკოლის პედაგოგები გაიფიცნენ. ამის მიზეზი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ვაუჩერების გაუცემლობა გახდა, რომელიც პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენლებს ურიგდებათ.

როგორც "მედიანიუსს" ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ლადო პატარიძემ განუცხადა, ამ სკოლას 80 მასწავლებელი და 1000-მდე მოსწავლე ჰყავს. რამდენიმე პედაგოგმა  კუთვნილი ვაუჩერი უკვე მიიღო, ნაწილს კი დაუგვიანდა.  ვაუჩერების ასაღებად თბილისში უკვე გაემგზავრა სკოლის დირექტორი მალხაზ ბუხაიძე. ვაუჩერების დარიგება ხვალიდან დაიწყება.

როგორც ლადო პატარიძე აცხადებს, ამ დაპირების მიღების შემდეგ პედაგოგებმა სასწავლო პროცესი განაახლეს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები