კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლეები ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

11 თებერვალი, 2008

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები მურმან ხამაშურიძე და ნინო ვაშაყმაძე 9 თებერვალს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს. მათ ქრთამის აღება ედებათ ბრალად (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი #338, I ნაწილი). დაკავებულებს, გუშინ უკვე შეეფარდათ აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ვაშაყმაძეს 1 200 ლარის აღებას ედავებიან.

მურმან ხამაშურიძე თბილისში თანხის აღების ფაქტზე დააკავეს. ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს ხამაშურიძის თანაშემწე დავით ჩხეიძე.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ რამდენჯერმე სცადა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ჯემალ კიკნაძესთან დაკავშირება. თუმცა, თავმჯდომარის მდივნის განცხადებით, ჯემალ კიკნაძე სასამართლოში არც ერთ ცდაზე არ იმყოფებოდა.

მურმან ხამაშურიძე და ნინო ვაშაყმაძე მოსამართლეებად ბათუმის სასამართლოში საკმაოდ დიდი ხანია მუშაობენ. 2005 წლამდე მურმან ხამაშურიძე, გარკვეული პერიოდით, სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა. 
ყოფილი მოსამართლეების მიმართ წაყენებული ბრალდება 6-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ახალი ამბები