კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინფორმაცია პოლიტიკური პატიმრების შესახებ

13 თებერვალი, 2008

სულ დღეისათვის პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულია 26 ადამიანი, გარდა ამისა სს საქმის გამოძიება მიმდინარეობს 9 პირის მიმართ.

1998 წლის 9 თებერვლის ტერაქტის მონაწილეები (7 პირი) არ განიხილებიან როგორც პოლიტიკური პატიმრები და მათ მიმართ დაყენებულია შუამდგომლობა შეწყალების შესახებ;

სსკ-ს 180-ე მუხლით (თაღლითობა), 181–ე მუხლი (გამოძალვა), 182-ე მუხლი (მითვისება და გაფლანგვა) და 332-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაკავებული არიან ყოფილი თანამდებობის პირები (სულ 5 პირი).

ზ/ა პირების მიმართ სს საქმეები აღძრულია მათი თანამდებობაზე ყოფნიდან რამოდენიმე თვის ან წლის შემდეგ, 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ზ/ა ბრალდებები წარდგენილი აქვთ შემდეგ პირებს.

1. გიორგობიანი ბიძინა;
2. რამიშვილი შალვა;
3. გოდაბრელიძე დიმიტრი
, დაკავებულია 2007 წლის 27 ნოემბერს, 2003 წელს მარნეულის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მის საქმიანობასთან დაკავშირებით;
4. ოქრუაშვილი ირაკლი;
5. ქანთარია დავით,
დაკავებულია 2007 წლის 23 აგვისტოს, მის მიერ 2002 - 2003 წლებში ფოთის მერის თანამდებობაზე განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით;
6. ქარელი მიხეილ;
7. ნადირაძე მარლენ
, დაკავებულია 2007 წლის 6 ნოემბერს, 2006 წელს შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობაზე განხორციელებული მოქდებების გამო. ქრთამის აღება გამოიხატება სავაჭრო ობიექტიდან 2 ტელევიზორის მითვისებაში;

სსკ 187–ე მუხლი (ნივთის დაზიანება ან განადგურება), 353–ე მუხლი (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), ზ/ა ბრალდება წარდგენილი აქვს 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეებს:

8. ქოჩლაძე ზაალი, დაკავებულია 8 ნოემბერს;
9. ბარაბაძე ლევანი, დაკავებულია 10 ნოემბერს;
10. მინაშვილი ლევანი, დაკავებულია 19 ნოემბერს;
11. წურწუმია ილია, დაკავებულია 13 ნოემბერს;
12. ონიანი როსტომი, დაკავებულია 9 ნოემბერს;

225-ე მუხლი (მასობრივი არეულობა), ზ/ა ბრალდება წარდგენილი აქვს 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომელთაც წინააღმდეგობა გაუწიეს სპეც-დანიშნულების რაზმს. ზ/ა ბრალდება წარდგენილი აქვს შემდეგ პირებს:

იმავდროულად არ არის დაპატიმრებული არცერთი პოლიციელი, რომელთაც 2007 წლის 7 ნოემბერს კანონის დარვევით 4-ჯერ განახორციელეს მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა.

13. მაღლაკელიძე დავითი;
14. სირბილაძე ლაშა;
15. ქოიავა ილია;
16. ხარგელია ზვიადი;

სსკ 225-ე და 315-ე მუხლები (მასობრივი არეულობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად): ზ/ა ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების მიმართ, ბრალდება საგანგებო მდგომარეობის დროს გაახმაურა გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ – ნიკა გვარამიამ, რის შემდეგაც ქვემოთ ჩამოთვლილი პირები დაიკითხნენ მოწმის სტატუსით. დღეის მდგომარეობით მათ ბრალი წაყენებული არ აქვთ, თუმცა გამოძიება გრძელდება.

გარდა იმ სატელეფონო ჩანაწერებისა, რომელიც გამოქვეყნდა ტელევიზიით საქმეში არ არსებობს რაიმე სხვა მტკიცებულება ან ეპიზოდი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ. ე.წ. „რუსული კვალის“ შესახებ ხელისუფლების ბრალდებები უკვე შეაფასა როგორც პოლიტიკური სპეკულაცია ევროპარლამენტმა და სხვა გავლენიანმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა.

ზ/ა სატელეფონო ჩანაწერები განხორციელებულია 2005 წლიდან 2007 წლის თებერვლამდე, ხოლო გამოძიება დაწყებულია მოხლოდ 2007 წლის შემოდგომაზე თბილისში დაწყებული მასობრივი საპროტექსტო აქციების პარალელურად. სულ ზ/ა ბრალდებებით სს საქმე შეეხება შემდეგ პირებს:

17. ხაინდრავა გიორგი;
18. ბერძენიშვილი ლევან;
19. გამსახურდია კონსტანტინე;
20. ნათელაშვილი შალვა;

სსკ 239–ე მუხლი (ხულიგნობა):

21. მახარაშვილი გივი, დაკავებულია 13 იანვარს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთან მომხდარი შელაპარაკების გამო;

სსკ-ს 236-ე და 260-ე მუხლები (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება): ზ/ა დაკავებები, იარაღის და ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება განხორციელებულია პროცედურის დარღვევით, იარაღის და ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება განხორციელებულია დამსწრეების გარეშე, მხოლოდ პოლიციელების მონაწილეობით, ხოლო დაკავებულების დაკითხვა განხორციელებულია ადვოკატის მონაწილეობის გარეშე.

არცერთი ზ/ა პირი არ არის ადრე ნასამართლევი ამ ან სხვა დანაშაულისთვის და მათი დაკავება უკავშირდება ნოემბრის საპროტექსტო აქციებს. ამათგან, 4 პირი დაკავებულია 2 ოქტომბრიდან 7 ნოემრამდე, 7 პირი – 7 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე. ბრალი ამ პირების მიმართ წარდგენილია მას შემდეგ რაც ვერ მოხერხდა მათი ბრალდება 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით;

22. კლდიაშვილი რევაზი, დაკავებულია 12 ნოემბერს;
23. ფოფხაძე ლევანი, დაკავებულია 14 ნოემბერს;
24. ჯიქია ჯონი, დაკავებულია 2 ოქტომბერს;
25. ჯანდიერი იოსები, დაკავებულია 2 ნოემბერს;
26. ხუბულური თემური, დაკავებულია 10 ნოემბერს;
27. ტატიშვილი დავითი, დაკავებულია 10 ნოემბერს;
28. რატიშვილი მერაბი, დაკავებულია 26 ოქტომბერს. მის მიმართ საქმეს აწარმოებდა შსს–ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, ჯაშუშობის ბრალდებით. საქმეში დევს ე. კოდუას წერილი შსს–ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიმართ, რომელსაც გაეგზავნა ბრალდებულის კუთვნილი 68 სავიზიტო ბარათი, მობილური ტელეფონის სიმ ბარათი, 24 ცალი სდ დისკი, პრინტერი, ქსეროქსი და შეკითხვა წარმოადგენდა თუ არა ეს მასალები სახელმწიფო საიდუმლოებას. მას შემდეგ რაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა წერილობით მოიწერა პასუხი, რომ ეს მასალები არ წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას რატიშვილს წარედგინა ბრალი 260-ე მუხლით;
29. სულიკაშვილი ლევან, დაკავებულია 11 ნოემბერს 225-ე მუხლით ბრალდებულ ზვიად ხარგელიასთან ერთად. 2-ვე მათგანს ჩაუტარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა (ანუ შედარებული იქნა მათი სახე 7 ნოემბრის საპროტექსტო აქციაზე დაფისირებული პირების გამოსახულებასთან). ექსპერტიზამ დაადასტურა რომ ხარგელია იმყოფებოდა აქციაზე და მას ბრალი წარდგინა 225-ე მუხლით (მასობრივი არეულობა), ხოლო სულიკაშვილის იდენტიფიცირება ექსპერტიზამ ვერ მოახერხა, რის გამოც მის მიმართ გამოძიება გაგრძელდა 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).
30. მიხეილ გიორგაძე, დაკავებულია 8 ნოემბერს. მას შემდეგ, რაც მან 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე საჯაროდ მოუწოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, რომ შეეწყვიტათ მომიტინგეების დარბევა, მან იქვე განაცხადა, რომ ტოვებდა პოლიციის რიგებს და საჯაროდ დახია პოლიციის მოწმობა.

წყარო: საქართველოს კონსერვატიული პარტია

ახალი ამბები