კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გია თორთლაძე: მიხეილ ქარელი ხელისუფლების პოლიტიკური დევნილია

15 თებერვალი, 2008
პოლიტიკური პარტია "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრს, პარლამენტარ გია თორთლაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული მიხეილ ქარელი, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შედგენილი გასათავისუფლებელ პატიმართა სიაში სავსებით სამართლიანად მოხვდა, რადგან იგი ხელისუფლების პოლიტიკური დევნილია.

როგორც "მედიანიუსთან" საუბრისას თორთლაძემ აღნიშნა, მიხეილ ქარელი წლების განმავლობაში მუშაობდა შიდა ქართლის რეგიონში გუბერნატორად, მაგრამ როგორც კი განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში აპირებდა გაწევრიანებას და ამის გამო თანამდებობის  დატოვებას აპირებდა, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ მისი პოლიტიკური დევნა დაიწყო.

თორთლაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მიხეილ ქარელის მმართველობით რეგიონის მოსახლეობა კმაყოფილი არ ყოფილიყო, მაგრამ ქარელი დავალებებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან იღებდა და "თუ ის თანამდებობას დანაშაულებრივად იყენებდა, პასუხისმგებლობა სააკაშვილმაც უნდა გაინაწილოს და არა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც უბრალოდ მეგობრობდა მიხეილ ქარელთან".

გია თორთლაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს პოლიტიკური შეხედულებების ქონის უფლება და თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელეს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი, ხელისუფლებამ ფაქტებით უნდა ილაპარაკოს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები