კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უნარშეზღუდულები პრეზიდენტს თხოვნით მიმართავენ

19 თებერვალი, 2008

კახეთში მცხოვრები უნარშეზღუდულები საქართველოს პრეზიდენტს წერილს უგზავნიან. ინვალიდები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის ბრძანებას აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც, საქართველოში ათიათასობით შრომისუუნარო ინვალიდს პენსია შეუწყდა.

„ცვლილების შემდეგ, შაქრიანი დიაბეტით, გულ - სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, ფსიქო - ნევროლოგიური, ღვიძლის ციროზის და სხვა მძიმე დაავადებებით დაავადებულები, პენსიის გარეშე დავრჩით. ამან, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ბევრი ჩვენგანი მედიკამენტების ყიდვასაც ვეღარ ახერხებს. ადამიანები სიცოცხლეს ვეღარ ვიხანგრძლივებთ და ვიღუპებით. შეიძლება ითქვას, რომ ინვალიდობის პენსია მხოლოდ მომაკვდავებს შეუნარჩუნდათ“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს 300-მდე უნარშეზღუდული აწერს.

ინვალიდი ადამიანები საქართველოს პრეზიდენტს და მასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელს და ჯანმრთელობის დაცვის ახალ მინისტრს, ბრძანების გადახედვას სთხოვენ.

როგორც უნარშეზღუდულებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობეს, თხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ისინი თებერვლის ბოლოს საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

უნარშეზღუდულთა უფლებების დასაცავად „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კამპანია გასულ კვირას დაიწყო.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები