კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“მემარჯვენე ოპოზიცია“ ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“ -ისა და „მზის“ მიმართვის უკან ხელისუფლება დგას

19 თებერვალი, 2008

პარლამენტის ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიცია“ ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ მიერ საკანონმდებლო ორგანოსადმი გაგზავნილ მიმართვას, ხელისუფლების მიერ „შედგენილ წერილს“ და ოპოზიციის საწინააღმდეგო ქმედებას უწოდებს. 

„რუსთავი 2“  და „მზე“,  წერილში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 18 თებერვალს დეპუტატებს გააცნო,  წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისთვის  უფასო პოლიტიკური ტელერეკლამის ხანგრძლივობის შემცირებას ითხოვენ. ამ არხის ხელმძღვანელთა განცხადებით,  პოლიტიკური სუბიექტებისთვის  გამოყოფილი სავალდებულო უფასო დრო -  ყოველ 3 საათში  90 წამი- უნდა შემცირდეს ყოველ 3 საათში  30 წამამდე, რადგან პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი უფასო დრო ამცირებს გასაყიდი სარეკლამო დროის მოცულობას, რის გამოც  ტელეკომპანიები განიცდიან ზარალს.

გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში მემარჯვენე ოპოზიციის წევრმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ „ფორმალურად ტელეკომპანიები არიან კერძო პირების მფლობელობაში, მაგრამ ორივე ხელისუფლების ტელევიზიაა, აქედან გამომდინარე მათი მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს  რაღაც კონტრქმედების განხორციელებას“.

„ოპოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოსვლის საშუალების მოპოვებისთვის იბრძვის. ხელისუფლების კერძო ტელევიზიები კი კონტრქმედებებს ახორციელებენ, რომ ის ელემენტარული უფასო დრო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰქონდა ოპოზიციას, გაუქრონ“, განაცხადა კაციტაძემ.  

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი  გიგა ბოკერია მხარს უჭერს არსებული ნორმის „შენარჩუნებას“. ამასთან ის უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ ეს  წერილი ხელისუფლების ინიციატივაა.
„ასეთი კანონმდებლობა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენია, ცხადია ეს არ არის უნიკალური, მაგრამ ის არის ძალიან დემოკრატიული ნორმა. მეორეს მხრივ არსებობს ტელეკომპანიების ინტერესები და შევეცდებით დავიცვათ ბალანსი ამ ორ ინტერესს შორის“,- განაცხადა ბოკერიამ.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები