კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის დაძლევის სახელმწიფო პოლიტიკა შემუშავდება

22 თებერვალი, 2008
საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის დაძლევის სახელმწიფო პოლიტიკა შემუშავდება. სამუშაო პროცესში მედია-ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დაინტერესებულ მედია ორგანიზაციებთან და დარგის სპეციალისტებთან პირველი საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც კომიტეტის წევრმა ოთარ თოიძემ განაცხადა, საზოგადოებრივი ცხოვრების დაჩქარებული ტემპის პარალელურად, მნიშვნელოვნად და სერიოზულად გახშირდა არასრულწლოვანთა ძალადობის ფაქტები, რომელიც რიგ შემთხვევებში ლეტალური შედეგებით სრულდება.
შექმნილმა პრობლემამ დღის წესრიგში დააყენა ბავშვთა და მოზარდთა ძალადობის დაძლევის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება.

ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით, 2007 წლის გაზაფხულზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად დარგის ექსპერტების, მედიის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მობილიზაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. ჯგუფის ხელმძღვანელია ოთარ თოიძე.

პარლამენტარის თქმით, სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი საკითხები დაგროვდა, რომელთა გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროფესიონალთა შორის დისკუსიის გამართვა და საზოგადოებისათვის მისი შედეგების ადეკვატურად მიწოდება. ამაში კი, უდიდესი როლი საპარლამენტო ჯგუფთან სწორედ მედიის საქმიან თანამშრომლობას ენიჭება.

ოთარ თოიძის თქმით, აღნიშნული მწვავე პრობლემა საკითხის კარგად მცოდნე ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია გააცნონ.

დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა, სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმა სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. მათ ასევე განიხილეს 27-28 თებერვლისთვის დაგეგმილ, ამ საკითხისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მედიის მონაწილეობის ფორმატი.

კონფერენცია ტარდება პარლამენტისა და ფონდის - "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" ორგანიზებით. მისი თემაა: ბავშვთა  და მოზარდთა შორის ძალადობა - პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციას გახსნის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები