კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში გალელ პედაგოგებს ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერები გადაეცემათ

26 თებერვალი, 2008

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს ზუგდიდის #2 საჯარო სკოლაში გალელ და ზუგდიდელ პედაგოგებს შეხვდებიან.

შეხვედრაზე მინისტრი პედაგოგებს გააცნობს ინფორმაციას სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ორი თვის წინათ გალელ პედაგოგებთან შეხვედრის დროს სამინისტროს მხრიდან მიცემული დაპირებების ნაწილი უკვე შესრულებულია. მათგან ერთ-ერთი სწორედ პედაგოგთა ჯანმრთელობის დაზღვევაა. ამიერიდან, კონფლიქტის ზონის 688 პედაგოგი, დანარჩენ 70 000 პედაგოგთან ერთად, უფასოდ ან შეღავათებით იმკურნალებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება გალისა და ზუგდიდის რაიონის პედაგოგთა პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

მინისტრი ასევე უპასუხებს 300-მდე პედაგოგის შეკითხვებს ხელფასების, სახელმძღვანელოების, სასწავლო პროგრამების, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. 

ზუგდიდის რაიონში სრული რეაბილიტაცია ოთხმა საჯარო სკოლამ გაიარა, ნაწილობრივ რეაბილიტირებულია 13 სკოლა. ამ სკოლებში დამონტაჟებულია გათბობის თანამედროვე სისტემები. ყველა სკოლაში შეტანილია კომპიუტერები, რომლებიც ჩართულია ინტერნეტში. უმრავლესი სკოლების საკლასო ოთახები ახალი მერხებითაა აღჭურვილი. რეაბილიტირებულია რამდენიმე სასკოლო სპორტული მოედანი. სკოლების რეაბილიტაციაზე ზუგდიდში 2006 წელს 5 312 712 ლარი გაიხარჯა, ხოლო 2007 წელს 2 840635 ლარი.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები