კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ერთი თვით გადაიდო

26 თებერვალი, 2008

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც საფრანგეთში 27 თებერვალს უნდა გამართულიყო, ერთი თვით გადაიდო. ამ ინფორმაციას ოქრუაშვილის ადვოკატი ეკა ბესელია ადასტურებს.

მისივე თქმით, საფრანგეთის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადიციისა და მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხი უნდა განიხილოს.

ამასთან დაკავშირებით ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაცვის მხარემ საფრანგეთის სასამართლოს წინასწარ მოსამზადებელ ეტაპზე მტკიცებულებები ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში წარუდგინა.

როგორც "მედიანიუსს" ეკა ბესელიამ განუცხადა, მან პარიზში ის დოკუმენტაცია ჩაიტანა, რომლითაც ფრანგ სამართალდამცავებს დაუსაბუთა, რომ ოქრუაშვილის საქართველოში ექსტრადიცია გაუმართლებელია. ბესელიას თქმით, ეს არის სისხლის სამართლის საქმიდან ამოღებული მასალები, კანონის ნორმის რამდენიმე განმარტება და ვიდეომასალაც.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობიდან 30 იანვარს გაათავისუფლა. იგი ამჟამად პარიზში იმყოფება.


წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები